მარიო გომესმა კარიერა დაასრულა

მარიო გომესმა 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. გერმანელმა ფორვარდმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი შტუტგარდი, რომელსაც ბუნდესლიგაში დაბრუნება განაღდებული აქვს, დარმშტადთან 1:3 დამარცხდა. 

 

"სეზონის დაწყების წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ შტუტგარდი ბუნდესლიგაში დაბრუნდებოდა და მიხარია, რომ ასე მოხდა,"-თქვა გომესმა, რომელიც ბოლო სეზონში გუნდს 7 გოლით დაეხმარა.

 

გომესმა კარიერა შტუტგარდში დაიწყო, ამ გუნდის ღირსებას იგი 2003-09 და 2018-20 წლებში იცავდა. მარიო ასევე ბაიერნში, ფიორენტინაში, ბეშიქთაშში და ვოლფსბურგში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ბაიერნთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. გომესი გერმანიის (3) და თურქეთის ჩემპიონი გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ გერმანელმა ეროვნული გუნდის მაისურით 78 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.