ოფიციალურად: არტური იუვენტუსის ფეხბურთელია

ბარსელონას ნახევარმცველი, არტური კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. ტრანსფერი კატალონიურმა კლუბმა უკვე დაადასტურა. 

 

ესპანელების ინფორმაციით, ბებერი ქალბატონი ფეხბურთელში 72 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების სახით კი გათვალისწინებული კიდევ 10 მილიონი ევროა.

 

ბრაზილიელი ბარსას ახლავე არ დატოვებს, ის გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, აგვისტოში წავა.

 

უდიდესი ალბათობით, მალე ოფიციალური პიანიჩის ბარსელონაში ტრანსფერიც გახდება, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი ევროს შეადგენს.