სეტიენის შემცვლელი ცნობილია

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა კიკე სეტიენის გათავისუფლებას გეგმავს. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური გრანდი ლალიგის მომავალ 2 შეხვედრაში ვერ გაიმარჯვებს, ესპანელი სპეციალისტი ბლაუგრანას დატოვებს.

 

ლურჯ-ბროწეულისფერები სეტიენის შემცვლელის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ერთ-ერთი ბარსელონა ბ-ს მწვრთნელი, ხავიერ გარსია პიმიენტაა. სავარაუდოდ, კატალონიელთა თავკაცის მომავალი მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ გადაწყდება.

 

შეგახსენებთ, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ კიკე სეტიენმა ბლაუგრანა მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა.