ლებრონის და ღმერთის გარჩევები

მაიკლ ჯორდანი ლებრონ ჯეიმსს უჯოკრავს.

ჯორდანმა 6 ფინალი მოიგო. ლებრონმა - 3. ექვსი სამზე ბევრია. და, ლებრონს აქვს სათქმელი.

ლებრონ ჯეიმსი უკეთ ათამაშებდა, ათამაშებს თანაგუნდელებს. ლებრონი თავიდანვე ცდილობს ბიჭების გააქტიურებას და მაიკლი თავიდანვე საკუთარ თავზე იღებდა ყველაფერს.

ლებრონი...

ტანკი. 203 სანტიმეტრი. წონა? სადღაც, 115 კილოგრამი და ეს მანქანა მოდის შენზე, გიახლოვდება და შენ დილემის წინაშე ხარ. გზას ვერ გაუხსნი, არ მოსულა. თუ გაგიმართლებს, დაგეხმარებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისუფალია ის, მეორე კაცი, რომლის დამცველიც ლებრონზე ამოვიდა.

და, ჯეიმსს აქვს უპირატესობა.

ძალიან კარგი მწვრთნელი და მშვენიერი ანალიტიკოსი სტენ ვან განდი ლებრონს მეჯიქ ჯონსონს ადარებს. და, იცით? ვან განდი მართალია. ლებრონში მეჯიქის გუნდურობა, სიმდიდრე და თავისუფლებაა.

ჯორდანი ჯეიმსზე ბევრად მაგარი შემტევია. ბევრად. ჯორდანი იგებდა სეზონებს, მაგრამ მაიკლთან ერთად შენ არ იზრდებოდი. მაიკლთან ერთად შენ უკვე არსებული ნიჭით და უნარებით უნდა მოგეგო. ან - გადაგაგდებდნენ.

ლებრონი ბევრად ჰუმანური და მომთმენია.

მაიკლი კარიერით - 30.1 ქულა, 6.2 მოხსნა, 5.3 პასი.

ლებრონი კარიერით - 27.1 ქულა, 7.4 მოხსნა, 7.4 პასი.

ჯორდანი ამ ქულებს 22.9 სროლით იღებდა. ლებრონი - 19.6.

სამაგიეროდ, ლებრონი სხვა კომპონენტებში კლავს მაიკლს. ლებრონი დაცვაში ხუთივე პოზიციას დაგიკეტავს. მაკილი - მხოლოდ ორს. და, ლებრონი ერთადერთია კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც უკვე აკრიფა 30 000 ქულა, 9 000 პასი და 9 000 მოხსნა. მონსტრი.

აზრები?