თორნიკე შენგელიას ბოლო მატჩი

ყველაზე მიმწოლი ქართველი დღეს ბარსელონას შეასკდება.

ესპანეთის ჩემპიონობისთვის. ახალი ფორმატით. ძველი ლტოლვით. თორნიკე მზად არის, მაგრამ იქ სერიოზული გუნდი დგას.

ბარსელონამ უკვე მოუგო ჯგუფში ბასკონიას და ეს იყო ლოგიკური. ბარსელონა უკეთესი გუნდია. ბარსელონას უკეთესი მოთამაშეები ჰყავს.

და, თოკოს დღეს მძიმე ტესტი ექნება. ალბათ, ეპიზოდურად შენგელია ნიკოლა მიროტიჩს დაელაპარაკება.

ამ საუბარში იქნება პატივისცემა, მაგრამ, უფრო მეტი ჩეხვა, სისხლი და ზიზღი. მხოლოდ მოედანზე. ორივე მზად არის. თორნიკემ მაგრად უნდა მოინდომოს, რომ ნიკოლას ტემპს გაუძლოს. რთული იქნება. მაგარი რთული.

თორნიკეს ესპანური გზა მკვლელია. ჩვენმა ბიჭმა ბასკონიას ენერგია, ნიჭი და მაგარი წლები მისცა.

და, დღეს, როდესაც ბოლო დონეზე ბარსელონა დგას, თორნიკეს კარგი თამაში აუცილებელია.

ამ ბასკონიას მოგებას ვერ მოვთხოვთ. ფინალიც მაგარი შედეგია, თუმცა, გახსოვთ? ტურნირის დაწყებამდე თოკომ აღნიშნა, რომ აქ, ვალენსიაში ჩემპიონობისთვის ჩადის. მაგარი სვლა იყო.

მაგრამ იქ ბარსელონაა. ალბათ, ერთადერთი გუნდი (ქაღალდზე - მკვდარ რეალთან ერთად), რომელიც ბასკონიას ყველა კომპონენტში უჯოკრავს.

და, თოკო მოინდომებს.

ესპანეთში ეს ჩვენი სიამაყის ბოლო მატჩი იქნება.

შემდეგი გაჩერება - ცსკა. თოკოს რუსული მანქანა ელოდება.

დღეს, 22:00, მაგარი ჩეხვა დაიწყება.