ჭაბუკმა ლერი აბულაძემ ყველას აჯობა

ბათუმში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ხულოელმა წაბუკმა მოჭიდავემ ლერი აბულაძემ გფაიმარჯვა. წლეულს მან წაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. საქართველოს თასის მოგებით კი, ეროვნული ნაკრებისკენ გაიკვალა გზა.

 

საქართველოს თასი 2019
63 კგ ბერძნულ-რომაული
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. ქერიმ მაჩალიკაშვილი (აჭარა)
3. დავით ბაკურაძე (ოზურგეთი)
3. ლუკა ოჩიგავა (სენაკი)

 

კიდევ ერთი ახალგაზრდა მოჭიდავის გამარჯვებით დასრულდა პაექრობა 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. აქ ოზირგეთელმა იური ლომაძემ ფინალში ეფექტურ სტილში ბევრად უფრო ტიტულოვან შმაგი ბოლქვაძეს მოუგო და საქართველოს თასს დაეუფლა.

72 კგ ბერძნულ-რომაული
1. იური ლომაძე (ოზურგეთი)
2. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
3. ნიკოლოზ ჭიკაიძე (გარდაბანი)
3. ოთარ აბულაძე (აჭარა)

 

82 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალი დაძაბული გამოდგა. გარდაბნელმა აივენგო რიკაძემ მინიმალური სხვაობით შეძლო აჭარის წარმომადგენელის გელა ბოლქვაძის დამარცხება და საქართველოს თასის მფლობელი გახდა

 

82 კგ ბერძნულ-რომაული
1. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
2. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
3. ვახტანგ ხალვაში (აჭარა)
3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)

 

97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა რევაზ ნადარეიშვილმა მათე სოფაძეს მინიმალური სხვაობით 2:1 მოუგი და საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

 

97 კგ. ბერძნულ-რომაული
1. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
2. მათე სოფაძე (ბაღდათი) 

misha misha 17 დეკემბერი 2019 -01:48