დაწინაურდა ამერიკული ფეხბურთი

ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბ კანზას-სიტის მცველმა პატრიკ მაჰოუმსმა ახალ, 10 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 24 წლის მაჰოუმსის ახალი კონტრაქტი ძალაში 2022 წლის სეზონის დასააწყისში შევა.

„მას შემდეგ, რაც პატრიკი რამდენიმე წლის წინ „ჩიფსებს“ შემოურთდა, გახდა ყველაზე ნაყოფიერი ათლეტი სპორტის ყველა სახეობაში“, – ამბობს კლუბის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი კლარკ ჰანტი.

Patrick Mahomes benefits from having unusual knees - ProFootballTalkწამყვანი ამერიკული მედია დარწმუნებით აცხადებს მაჰოუმსის კონტრაქტის ფინანსურ ნაწილს - მაჰოუმსი კონტრაქტით 450 მილიონ დოლარს მიიღებსო. ეს თანხა, შესაძლოა, 503 მილიონამდე გაიზარდო იმ შემთხვევაში, თუ რა წარმატებას მიაღწევს კლუბი ამ 10 წლის მანძილზე.

შედეგად, მაჰოუმსი გახდა მსოფლიო სპორტის ისტორისს ყველაზე „მსხვილი“ კონტრაქტის მფლობელი. აქამდე რეკორდი ბეისბოლისტ მაიკ ტრაუტუს ეკუთვნოდა, რომელმაც 2019 წელს ლოს-ანჯელეს ენჯელსთან 12-წლიანი და 430-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კანზასი შარშან კანზასი ჩემპიონი გახდა, ხოლო მაჰოუმსი, სეზონის გადამწყვეტი მატჩის – სუპერბოულის საუკეთესო მოთამაშე.