ბითაძის პერსონალურები და 8 ქულა

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტი ნაადრევად დატოვა

მონტენეგროული „ბუდუჩნოსტი“, ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში კვლავ დამარცხდა. გოგა ბითაძის გუნდმა, ამჯერად თელავივში მაკაბისთან 76:81 წააგო.

 

მატჩი რომ დაძაბული გამოდგა ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. მაკაბისთან, მათსავე დარბაზში თამაში ადვილი არავისთვისაა. „ბუდუჩნოსტმაც“ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა 5 ქულით მაინც წააგო, ხოლო ჩვენებურ ბითაძეს ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. საქართელოს ნაკრების ცენტრი, უხეშობით არ გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად 5 პერსონალური შენიშვნის გამო პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

 

გოგა ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23 წუთში გუნდს 8 ქულით და ამდენივე მოხსნით შეეწია.

 

ბუდუჩნოსტს” 3 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავაც მხოლოდ სტამბულის “დარუშაფაკას” უსწრებს, რომელსაც 11 იანვარს პოდგორიცეში უმასპინძლებს.