დირკი დიურანტზე მეტი იყო

ჩვენ არ ვადარებთ კევინს და დირკს კარიერულად. აქ მისტერ დიურანტი ალბათ, წინ იქნება, თუმცა, ჯერ ნოვიცკი უჯოკრავს.

ჩვენ ვსაუბრობთ საჩემპიონო როლზე.

იდეაში, დიურანტი თითქოს, წინ არის. ორი MVP. და, გერმანელს მხოლოდ - 1.

და, მაინც. გერმანელი საკუთარი გუნდისთვის ბევრად მეტი იყო. ბევრად შეუცვლელი. ბევრად დომინანტი.

და, გერმანელი უფრო იღლებოდა.

სტატისტიკა ფინალებში

დირკ ნოვიკცი (2010/2011) – 26.0 ქულა, 9.7 მოხსნა, 2.0 პასი.

კევინ დიურანტი (2016/2017) – 35.2 ქულა, 8.2 მოხსნა, 5.4 პასი, 1.6 დაფარება, 1.0 ჩაჭრა.

კევინი (2017/2018) – 28.8 ქულა, 10.8 მოხსნა, 7.5 პასი, 2.3 დაფარება, 0.8 ჩაჭრა.

იდეაში, აქ შედარებაც არ ღირს, არა? დიურანტი ბევრად ელეგანტურად გამოიყურება. დიურანტს დომინანტი ვარსკვლავის სტატისტიკა აქვს და დირკს - ისე, უბრალოდ, ძალიან მაგარი.

მაგრამ...

კევინს უხსინდნენ დერეფნებს დრეიმონდ გრინი, კლეი ტომფსონი და ხანდახან, სტეფ კარიც.

დირკს ამ დერეფნებს არავინ არ უხსნიდა. ნოვიცკი იმ მაიამის თავით აწვებოდა და უგებდა.

კევინის საუკეთესო პარტნიორები ლიგის TOP 10-ში შედიოდნენ.

ნოვიცკის საუკეთესო პარტნიორი იყო მოხუცი ჯეისონ კიდი.

გოლდენ სტეიტი ხვდებოდა ძალიან კარგ, მაგრამ მაინც სუსტ კლივლენდს, სადაც იდგა ერთი მონსტრი.

დალასი შეხვდა ძალიან კარგ, ოდნავ მორიდებულ, მაგრამ მაინც ბევრად ღრმა მაიამის, სადაც იდგა ორ-მონსტრ-ნახევარი.

და, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფინალებში დირკი მეტია. ბევრად.

და, სამივე შემთხვევაში ლებრონს აწყენინეს.