შერმადინის ცამეტი

შემდეგ შეხვედრას უნიკახა 15 იანვარს, ისევ შინ, ფრანგულ “ლიმოჟთან” გამართავს

ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში, ესპანურმა “უნიკახამ”, რომელშიც ჩვენებური გიორგი შერმადინი ირიცხება გამარჯვება იზეიმა. მალაგელებმა სერბულ “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 79:74 აჯობეს.

 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 23:38 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა,, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

 

“უნიკახამ” თითო მოგება-წაგება მოაგროვა და G ჯგუფში სწორედ “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, შემდეგ შეხვედრას კი 15 იანვარს, ისევ შინ, ფრანგულ “ლიმოჟთან” გამართავს.