მანჩესტერი 6 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედში დიდი წმენდა იგეგმება. The Thelegraph-ის ცნობით, ბრიტანულ გრანდს 6 ფეხბურთელის გაყიდვა სურს. ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, დიეგო დალოტი და მარკოს როხო ის მოთამაშეები არიან, რომელთაც ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ.

 

სანჩესი ინტერშია განათხოვრებული და არცთუ ისე კარგი პერიოდი უდგას, სმოლინგი იჯარით რომაში თამაშობს და კარიერას სავარაუდოდ სწორედ ჯალოროსიში გააგრძელებს, როხო კი ესტუდიანტესმა ინათხოვრა და მისი მომავალიც გასარკვევია.

 

ბრიტანულ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებულ თანხას იუნაიტედი ფეხბურთელების შესაძენად გამოიყენებს.

 

სულშერის გუნდი პრემიერლიგაში 59 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში გასვლისთვის იბრძვის.