ცინცაძის ორმაგი დუბლი

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს ქართველებმა

ყატარის ჩემპიონატში, გიორგი ცინცაძის და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა” , დაძაბულ გასვლით მატჩში “ალ ხორი” 80:78 დაამარცხა და ყატარის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.

 

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს ქართველებმა, განსაკუთრებით კი – გიორგი ცინცაძემ, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. მისმა მონაგარმ 18 ქულა, 10 პასი, 3 მოხსნა და 2 პასი შეადგინა.

 

რაც შეეხება ბერიშვილს, მან მოედანზე 37 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

 

“ალ შამალი” ყატარის პირველობას “ალ სადთან” მხარდამხარ ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, შინ, აშკარა აუტსაიდერ “ალ რაიანთან” გამართავს.