ნორჩი დინამოს ნაცვლად მერანი?

ეროვნული ლიგა 2-ის კლუბი, თბილისის ნორჩი დინამო მომავალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს აპირებს. ამის შესახებ ეროვნული ლიგის საიტს კლუბის დირექტორმა ირაკლი შენგელიამ უთხრა:

 

 

„გვსურს მომავალი სეზონიდან ახალი სახელით და ახალი ლოგოთი ვითამაშოთ. ძველი თბილისური კლუბის, თბილისის მერანის სახელის აღდგენას ვფიქრობთ და ამის შესახებ წერილობით უკვე ვაცნობეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“.

 

თბილისელებმა განვლილი ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, ხოლო გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი იაგო დეისაძე გახლდათ. 12 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.