ახალი ეგვიპტე

 

 

 

 

 

 

 

ეგვიპტის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ინტერვიუ ზოგადად საინტერესო შეიძლება არც იყოს, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში „ფარაონებს“ ერთთავად უცხოელები წვრთნიდ

ნენ, მათ შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჰექტორ კუპერი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს 2008-09 წლებში მოძღვრავდა.

მათი გუნდი ბოლო დროს პროგრესირებს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს, 28 წლიანი პაუზის შემდეგ. ახლა ადგილობრივი სპეციალისტის მეშვეობით ცდილობენ ფონს გასვლას, რაც ცოტა ქართულ სიტუაციასაც გვაგონებს.

ესეც რომ არ იყოს, ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ამჯერად რესპონდენტად სწორედ ჰოსამ ელ ბადრი აირჩია და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა მასთან. ჩვენ შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.

 

No description available.

 

ფიფა: მოდით, თავიდან დავიწყოთ. როგორი განწყობა გქონდათ, როცა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შემოგთავაზათ?

ჰოსამ ელ ბადრი: ეს ფანტასტიკური გრძნობა გახლდათ. დიდ ხანს ველოდი ამ შესაძლებლობას, ყოველთვის, როცა ფედრაციის შენობას ჩავუვლიდი ხოლმე, ღმერთს ვევედრებოდი, ეს სამუშაო მოეცა.  ძალიან მინდოდა, რადგან ეს ჩემი ხანგრძლივი კარიერის კულმინაცია იქნებოდა. ახლა მჯერა, რომ იღბალი არ მიმატოვებს და მუშაობა წარმატებული გამოდგება.

ფიფა: როგორ ფიქრობთ, მწვრთნელის შერჩევისას, რამ გადაწონა სასწორი თქვენს მხარეს?

ჰოსამ ელ ბადრი: რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რომლებზეც ჩემი ხედვები და მიზნები წარვადგინე. მთავარი იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და აფრიკის ერთა თასის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა.

გარდა ამისა, ისეთი გუნდის აშენება, რომელიც წლების განმავლობაში იქნება წარმატებული. თუმცა კრიტერიუმებს ფედერაცია აყალიბებს. ჩემს სასარგებლოდ ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ კარგი წარსული  მაქვს, 32 წელიწადში 32 ტიტული მოვიგე. მათგან ათი მთავარი მწვრთნელის რანგში. ცხრაჯერ ალ აჰლის და ერთხელ ალ მერიჰის დამოძღვრისას.

ფიფა: თქვენამდე ეროვნულ გუნდს უცხოელები წვრთნიდნენ. რამდენად ენდობიან გულშემატკივრები ადგილობრივ სპეციალისტს?

ჰოსამ ელ ბადრი: მათ სჯერათ, რომ ადგილობრივი მწვრთნელითაც შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა. აბა, ნახეთ, მაჰმუდ ელ გოჰარიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მოგვახვედრა, ჰასან შეჰატამ კი სამ კონტინენტურ ტიტულამდე მიგვიყვანა. ეს ადამიანებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ჩვენ ვითავისებთ, რაოდენი პასუხისმგებლობა გვაკისრია და შემიძლია ქომაგებს შევპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად და მათ გასახრებლად.

ფიფა: 2019 წელს აფრიკის ერთა თასზე ჩავარდნის შემდეგ, როგორ აპირებთ ქომაგების გულის მოგებას?

ჰოსამ ელ ბადრი: ახლა მთავარი პრობლემა სწორედ ამ ნდობის აღდგენაა მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის. ვფიქრობ, მრავლად გვყავს გონიერი ფეხბურთელები, როლებმაც ერთად გაიარეს ბევრი გაჭირვება. ახლა კი მზად არიან თავი არ დაზოგონ და ქომაგების ნდობა ისევ დაიბრუნონ, გაახარონ ისინი.

 

Hossam El Badry - Alchetron, The Free Social Encyclopedia

 

ფიფა: ნაკრების მწვრთნელობა უფრო ძნელია, ვიდრე კლუბისა, რადგან შეკრებებისას დრო  ძალიან ცოტა გაქვს. ამ სირთულის დაძლევას როგორ აპირებთ?

ჰოსამ ელ ბადრი: მართალია, ნაკრების ყველა მწვრთნელი ოცნებობს მეტ დროზე, რათა უკეთ მოამზადოს ფეხბურთელები. ვეცდებით, ეს პრობლემა ფეხბურთელების გონებრივი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე მოვაგვაროთ. ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან და ვიმედოვნებ, მალევე აუღებენ ალღოს ჩვენს მოთხოვნებს.

ფიფა: 2022 წლის მონდეალის შესარჩევ ციკლში თქვენი მეტოქეები გაბონი, ანგოლა და ლიბია არიან. როგორი ჯგუფია?

ჰოსამ ელ ბადრი: ცხადია, ძნელი ჯგუფია და მეტოქეებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ბოლო დროს აფრიკულ ნაკრებებს შორის სხვაობა შემცირდა, რაც ძირითადად ჩვენი ფეხბურთელების საზღვარგარეთ გასვლამ გამოიწვია.

ახლა ჩვენც გვყავს კვალიფიციური მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში თამაშობენ და არცთუ ცუდად.  ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ და მთელი ეგვიპტე გავაბედნიეროთ.