პეპე: რეალი სასაფლაოა

პეპემ მადრიდის რეალში 10 სეზონი გაატარა

ის რეალისთვის ერთი ხანობა შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. მან სამეფო გუნდისთვის ბევრი გააკეთა. პეპემ მადრიდის რეალში 10 სეზონი გაატარა, შემდეგ კი სანტიაგო ბერნაბეუსთან დამშიდობება მოუხდა.

 

ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პორტუგალიელი მცველი სამშობლოში დაბრუნდა და პორტუსთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა. შეგახსენებთ, პეპე დრაკონებში 2004-2007 წლებში თამაშობდა.

 

„კარგად მახსოვს, მარიტიმუდან პორტუში როგორ გადავედი. თავიდან ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავს არ ვგავდი. პორტუში ჩემ შანსს ველოდი, რადგან იქ არაერთი ნიჭიერი მცველი თამაშობდა.

 

ასევე იყო რეალშიც. პორტუმ ბევრი შემძინა, რადგან შემდეგ ეს ყველაფერი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გამომდგომოდა. რეალში ფეხის მოკიდება ურთულესი საქმეა, განსაკუთრებით ცენტრალური მცველებისთვის. ეს გუნდი თითქოს მცველების სასაფლაოა, სადაც 10 დაუვიწყარი სეზონი გავატარე“ -  ციტირებს პეპეს უცხოური მედია.