იუნიორთა გრან პრის ეტაპები გაუქმდა

იუნიორთა  შორის გრან პრის  სერიის  ეტაპები ფიგურულ ციგურაობაში 2020-2021  წლების  სეზონზე, კორონავირუსის გამო, არ  გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება  საერთაშორისო  საციგურაო კავშირმა სამედიცინო კომისიასა  და სამუშაო  ჯგუფთან კონსულტაციების  შედეგად მიიღო.

 

"სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს  ისეთი პოპულარული და საინტერესო  სპორტული  სანახაობის არ  გამართვა, როგორიცაა  იუნიორთა  შორის გრან პრის  ეტაპები, სადაც ხდებოდა   ნიჭიერი  და პერსპექტიული  ახალი თაობის  მოციგურავეების   შერჩევა, მაგრამ  ეს    გადაწყვეტილება სპორტსმენების უსაფრთხოებისა  და  ჯანმრთელობის დაცვისათვის  პირველი რიგის  პრიორიტეტია."  - ნათქვამია საერთაშორისო საციგურაო კავშირის კომუნიკეში.

 

საერთშორისო საციგურაო კავშირი 3  აგვისტოს    მორიგ სამუშაო  შეხვედრას გამართავს, სადაც  იმსჯელებენ  სენიორთა შორის  გრან პრის  ეტაპების  გამართვის  შესაძლებლობაზე. პირველმა  ეტაპი ოქტომბრის  ბოლოს, ამერიკის  შეერთებულ შტატებში უნდა  ჩატარდეს..

 

" ქართველი იუნიორი მოციგურავეებისათვის გასული  სეზონის  გრან პრის  ეტაპები საკმაოდ  შედეგიანი აღმოჩნდა. მოცეკვავე  წყვილმა  მარია  კაზაკოვამ  და გიორგი რევიამ ფინალში ოქროს  მედალი მოიპოვეს.  გვჯერა, რომ ეპიდსიტუაციის  დარეგულირების  შემდეგ, კვლავაც  აღდგება  გრან პრის  ეტაპების  სერია და  ახალგაზრდა  ქართველი მოციგურავეები კიდევ  არაერთხელ გაგვახარებენ  თავიანთი  გამარჯვებებით" - თქვა საქართველოს  ფიგურული ციგურაობის  ფედერაციისპრეზიდენტმა  მაკა  გიორგობიანმა.