დუდა სანაძე ავტომატია

ალბათ, დიდი გია სანაძე უფრო ავტომატი იყო, მაგრამ ამ თაობაში დუდა ყველაზე სოლიდური მსროლელია. და, არა მხოლოდ გვარის ამბებში.

სანაძის პლიუსების ჩამოთვლის დროს, უფრო ხშირად სროლას ვარჩევთ. გასარჩევია, მაგრამ დუდას სხვა სასარგებლო კომპონენტებიც აქვს.

დაცვა, რომელიც კარიერის დასაწყისში დაცვასთან შედარებით - უკეთესია.

პასი, რომელიც ეტაპობრივად დაიხვეწა და დღეს, სანაძეს რამდენიმე შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეუძლია.

უბურთოდ მოძრაობა, რაც სნაიპერისთვის აუცილებელია. დუდა სწრაფია ამორბენის დროს, დუდა სწრაფია ბურთის გაშვების დროს და დუდას აქვს რბილი მაჯა.

ნაკრებში მისი ავტორიტეტიც იზრდებოდა. და, ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მწვრთნელების ნდობა. ილიას ზუროსის სქემაში სანაძე ერთ-ერთი სანდო პერსონაჟია. და, დუდამ იცის, რომ ეს სტატუსი მხოლოდ მასზე არის დამოკიდებული. თუ მოთამაშე შეინარჩუნებს მოტივაციას და არ დააგდებს ტემპს, ყველაფერი ხოშიანად იქნება.

იდეაში, როგორც უნდა იყოს.

ნაკრების მინუსებზე საუბრის დროს, ძირითადად, კარგი პირველი ნომრის დეფიციტი დომინირებს. ანუ, ეს ყველაზე მტკივნეული და საჭორაოდ - პოპულარული თემაა.

კარგი მეორე ნომერი? ვინ გვყავს ამ პოზიციაზე დუდას გარდა? მანუჩარ მარკოიშვილი აღარ თამაშობს და გვრჩება სანაძე, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

და, რომელიც ნაკრებში მალე შეუცვლელი გახდება. არა იმის გამო, რომ სხვები არ გვყავს.

უბრალოდ, დუდა მაგრად გაიზარდა.