ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ამერიკაში

სან ხოსე, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია იცავენ MLS-ის 1/8 ფინალში რეალ სალტ ლეიკს შეხვდა და 5:2 გაანადგურა. 

 

სასიხარულოა, რომ ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 21-ე წუთზე ანგარიში სწორედ ვაკოს პასის შემდეგ გაიხსნა, 61-ე წუთზე კი თავად ყაზაიშვილმა შეაგდო და ანგარიში 3:1 გახდა. 27 წლის შემტევის ანგარიშზე ამ სეზონში 6 მატჩი და 2 გოლია.

 

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ყაზაიშვილმა მოედანი 81-ე წუთზე დატოვა, კაშია კი მატჩის ბოლომდე გაისარჯა.