მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ვარსკვლავმა, მაიკლ ოუენმა, ჟურნალისტებს ასტონ ვილას შუახაზელის ჯეკ გრილიშის მანკუნიანელთა რიგებში შესაძლო გადასვლის შესახებ გაუზიარა თავისი მოსაზრება.
„მითხრეს, რომ გრილიშს მთელი გულით სურს მანჩესტერში გადასვლა. ძალიან გამიკვირდება თუ საბოლოოდ სხვა კლუბში აღმოჩნდება.
იმ ფაქტმა, რომ ასტონ ვილა პრემიერლიგაში დარჩა, მნიშვნელოვნად გაზარდა გრილიშის ფასი. ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა, მისი გუნდი რომ გავარდნილიყო.
მაგრამ ასეთი ფეხბურთელი ჩემპიონშიფში არ უნდა თამაშობდეს. ჩვენ ტოპ მოთამაშეზე ვსაუბრობთ. ის განსაკუთრებული ტალანტია.“
შეგახსენებთ, რომ გრილიშს ინგლისში სტილით ჯორჯ ბესტსაც ადარებენ.