გოჩა სვანიძე გადადგა

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მიზეზი ქართულ რაგბიში შექმნილი ფინანსური კრიზისია, რის გამოც საქართველოს ჩემპიონატის განახლება ვერ ხერხდება.

 

დეტალები, თუ ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს ყრილობამდე ორშაბათს, გამგეობის სხდომაზე გადაწყდება.