ხარაიშვილმა შვედეთში პირველი ტიტული მოიგო

გიორგი ხარაიშილმა შვედეთში პირველი ტიტული მოიგო. ქვეყნის თასის ფინალში გიოტებორგმა, რომლის რიგებშიც ქართველი ფეხბურთელი გამოდის მალმიო 2:1 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მალმიომ გახსნა, 86-ე წუთზე ხარაიშვილის გუნდმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. მესამე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში გიოტებორგი დაწინაურდა და შვედეთის თასს მეცხრედ დაეუფლა. 

 

რაც შეეხება ხარაიშვილს, ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია. 22 წლის შემტევი 4 დღის წინ ჰაკენთან მატჩში დაშავდა და მოედანი დროზე ადრე დატოვა. როგორც ცნობილია გიორგის ტრავმა სერიოზული არ არის. 

 

ხარაიშვილი გიოტებორგში 2018 წლის დასაწყისში საბურთალოდან გადავიდა. იგი გუნდის ლიდერად იქცა და ვარაუდობენ, რომ გიორგი გიოტებორგს მალე დატოვებს და უკეთეს კლუბში გააგრძელებს კარიერას.