თორნიკე შენგელიასთან ერთად თამაში უკეთესია

აღნიშნა ცსკა-ს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ამერიკელმა უილ კლაიბერნმა.

ბოლო ოთხთა ფინალის MVP, კლაიბერნი დალეწილი იყო და შარშან ვერ ითამაშა. ახალი ტრანსფერების შემდეგ ცსკა-ს ევროპაში ოთხ პოზიციაზე საუკეთესო შემსრულებელი ჰყავს.

უილ კლაიბერნი: ჩვენი გუნდი შეიცვალა. ცუდია, რომ წავიდა კაილ ჰაინსი, მაგრამ ნიკოლა (მილუტინოვი) თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწამაინში ის შეუჩერებელია. და, ეს ბევრთან დიდ უპირატესობას მოგვცემს. თოკო? ის, მცველივით სწრაფია და ის დომინირებს. ჩემთვის, როგორც ცსკა-ს წევრისთვის, ბევრად უკეთესია მასთან ერთად თამაში, ვიდრე - მის წინააღმდეგ.

კლაიბერნი (201, 29 წლის) ბოლო სეზონში 13.6 ქულას, 6.9 მოხსნას, 1.0 ჩაჭრას აგროვებს. კლაიბერნი შედის ევროლიგის პირველ ხუთეულში. კლაიბერნი ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა ბასკონიაში, რეალთან და ეფესთან მოგებული ჩეხვების შემდეგ. მანამდე, სოლიდური სეზონი დარუშაფაქაში, ისრაელის ჩემპიონატის ტოპ მექულე და კარგი სტარტი გერმანულ ულმში.

 

ცსკა-ს სასტარტო ხუთეული:

გამთამაშებელი - დანი ჰეკეტი (ევროლიგის TOP 10 ამ პოზიციაზე).

მსროლელი - მაიკ ჯეიმსი (საუკეთესო).

მსუბუქი ფორვარდი - უილ კლაიბერნი (საუკეთესო).

მძიმე ფორვარდი - თორნიკე შენგელია (საუკეთესო).

ცენტრი - ნიკოლა მილუტინოვი (საუკეთესო).