ნიუკასლი მიატოვეს: არაბები აღარ (ვეღარ) ყიდულობენ

ნიუკასლი მიატოვეს. საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა PCP Capital Partners-მა და Reuben Brothers-მა უარი განაცხადა ნიუკასლის ყიდვაზე. შესაბამისად, კლუბში უკვე დიდი ტრანსფერები მზადდებოდა - გარეთ ბეილი, ფელიპე კოუტინიო, მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო და ასე შემდეგ.  

 

ფონდის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნიუკასლის მფლობელებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა - ჩვენი მთავარი თეზისი არ გაითვალისწინეს, გამჭვირვალობას ვითხოვდითო. მეტს არაფერს აკონკრეტებენ.

 

როგორც ბრიტანული საიტები წერენ, პირიქით, გარიგება პრემიერლიგის სათავეში დაბლოკეს: არ მოეწონათ, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი არ ასახელებდა კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც კლუბში მოვიდოდნენ.

 

ახლა საუბარია, რომ ნიუკასლის ნაცვლად, შესაძლოა, ფრანგული მარსელი იყიდონ.