დელ-პოტრო: ენდი გთხოვ არ დანებდე

არგენტინელი შოტლანდიელს ამხნევებს

ვინ, ვინ და ხუან მარტინ დელ-პოტრომ ტრავმისგან გამოწვეული იძულებითი უქმობა და დეპრესიულ მდგომარეობაში ყოფნა კარგად იცის. არგენტინელი ჩოგბურთელი ენდი მარის განცხადებას ეხმაურება და მას ამხნევებს:

 

„ენდი, ახლახანს გავიგე შენი გადაწყვეტილების შესახებ. გთხოვ, არ დანებდე და ბოლომდე იბრძოლე. დამიჯერე, მე კარგად მესმის შენი ტკივილი და იმედი მაქვს მასთან გამკლავებას შეძლებ. შენ, კარიერის ასე დასრულებას არ იმსახურებ. ყველას გვიყვარხარ და გვსურს, რომ ბედნიერი იყო“ - წერს დელ-პოტრო თვითერის საკუთარ გვერდზე.