რასიანი საგიჟეთი

ჯეიმს ჰარდენმა, რას უესთბრუქმა და მისტერ რობერტ კოვინგტონმა ჰიუსტონი ცოცხლებში დატოვეს.

მომავლის დალასი წარსულში დარჩა. და, მარკ კიუბანმა თავი დახარა. ლუკა დონჩიჩის და კრისტაფს პორჟინგისის ორგანული და ხანდახან, ორგაზმული ქიმია კლუბს დიდ წარმატებას მოუტანს.

უბრალოდ, ჯერ ადრეა.

ჰარდენი იღებს 49 ქულას. და, ჯეიმსი არასოდეს არ ყოფილა ასეთი სანდო მსროლელი - 20/14 თამაშიდან, 21/18 საჯარიმოდან, 9 მოხსნა, 8 პასი და 1 (!), აზრზე ხართ, მხოლოდ 1 (!!) შეცდომა 44 წუთში.

ჯეიმსმა დაგლიჯა.

მაგრამ დალასს მაინც უნდა მოეგო.

სამმაგი ლუკა (28, 13 მოხსნა, 10 პასი), დაუნდობელი ლატვიელი ძველი ბიჭი (39, 16 მოხსნა) და 138:131 ძირითადის დასრულებამდე 45 წამითა დრე. საკაიფო კომბინაცია.

შემდეგ, ჰარდენმა გლიჯა სამიანი 8 მეტრიდან. შემდეგ წავიდა ფოლები და ხანდახან, გაფუჭებული საჯარიმოები. შემდეგ, ჰარდენს ძირითადის დახურვამდე 5.2 წამით ადრე ორი საჯარიმო მისცეს. და, ჰიუსტონი 136:139 აგებდა.

ჯეიმსმა გლიჯა პირველი. 137:139.

ჯეიმსმა ვერ ჩააგდო მეორე და მისტერ კოვინგტონმა მოხსნა, დაამატა და გამოიღეთ, ბიჭებო! ჩვენ გვაქვს დამატებითი დრო!

დალასმა იქაც იკაცა და 4 ქულით წაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ, ეს საგიჟეთი რასის, მამაოს და ბობის გუნდმა დაიტოვა.

გაასწორა, მაგარი იყო.