დინამოს ორი მომავალი

სუპერლიგა ჯერ პანდემიის დაღლას ელოდება. მწვრთნელები არჩევენ საინტერესო და თავისუფალ მოთამაშეებს. ალბათ, დღეს, უფრო - თავისუფალს. და, როგორც კი დარბაზები საბოლოოდ გაიხსნება, გუნდები შეუბერავენ.

ემზადება დინამოც.

და, როგორც შარშან, ახალგაზრდებით. კარგი, პერსპექტიული ბიჭებით. ჯერ - ბავშვებით, რომლებმაც უკვე დაამუღამეს დიდებში და დიდებთან ერთად თამაში.

ირაკლი კილაძე დინამოშია. 18 წლის უნივერსალი, რომელსაც მთავარი მწვრთნელი მუია ტაჩი ენდობოდა. ალბათ, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება. ირაკლის სამი საყვარელი მოთამაშე - ლებრონ ჯეიმსი, კრის მიდლტონი, ჯიმი ბატლერი.

მშვენიერი არჩევანი. ორიგინალური არჩევანი. როგორც - კილაძის კალათბურთი.

ლებრონ ჯეიმსი ირაკლის საყვარელი სპორტსმენია.

იქვეა დაჩი ქავთარაძე. ისიც 18 წლის, ისიც მოქნილი აზროვნებით და ისიც სარგებლობს ნდობით. დინამოს ძირითადი გამთამაშებელი იყო საოცარი ლუკა ბულაშვილი და დაჩი აქ მოუმატებს. ისე, რომ თავის დროს დამოუკიდებლად მიიღებს.

სამი საყვარელი გამთამაშებელი - სტეფ კარი, დემიან ლილარდი, კრის პოლი.

იდეალური არჩევანი. უღალატო არჩევანი. ისევე, როგორც - დაჩის კალათბურთი.

ისინი არ თამაშობდნენ პირადი სტატისტიკისთვის და მათ არ ათამაშებდნენ ამ სტატისტიკის გამო. ბიჭებმა მიიღებს დარტყმები და გამოცდილება. და, ბიჭებმა დაგლიჯეს.

დინამო საინტერესო იქნება. ამ ორ საინტერესო ახალგაზრდასთან ერთად.