ხიმენესს ბრიტანული გრანდები იწვევენ

ატლეტიკოს მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. ესპანური პრესა იუწყება, რომ ურუგვაელის შეძენა მანჩესტერს და ჩელსის სურთ. აღნიშნულ თემაზე 25 წლის ფეხბურთელის პოზიცია უცნობია.

 

ხიმენესის გადაბირება მარტივი არ იქნება, რადგან  მისი გამოსასყიდი თანხა 109 მილიონი გირვანქაა. მადრიდელთა მცველმა ამ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. 

 

რაც შეეხებათ მანჩესტერს და ჩელსის, გუნდებმა 66-66 ქულას მოუყარეს თავი. მანკუნიანელებმა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-3 ადგილი დაიკავეს, ლონდონელებმა კი შესაბამისად მე-4.