ტოჩინოშინის დიდი გამარჯვება! (ვიდეო)

ივლისის ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯის შეერკინა. ქართველის მეტოქე ძალიან ძლიერი რიკიშია, რომელმაც ამ ბაშოზე ოძეკი ტაკაკეიშო და სეკივაკე შოდაიც დაამარცხა. ორივე სუმოტორს მინიმალური კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) უკვე დაფიქსირებული ჰქონდათ და ერთმანეთის წინააღმდეგ ერთნაირი ბალანსით (8:5) წარსდგნენ. 

 

ჩვენებურმა ამ ბაშოზე რამდენიმე ძალიან ოსტატური გამარჯვება გვაჩუქა და ეს შერკინებაც მათ შორისაა. თან კიმარიტეც (ილეთი) სანახაობრივია - უვატედაშინაგე...

 

მე-15 დღეს ქართველი თუ მოიგებს, ბაშოს სოლიდური ბალანსით, 10 გამარჯვებით დაასრულებს.