გვარდიოლა: რეალი წინსვლაში დამეხმარა

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში მადრიდის რეალს შეხვდება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქელთა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მეტოქე გუნდზე და მის თავკაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. 

 

"რეალი ყველა კომპონენტში ძალიან ძლიერია. სამეფო გუნდი წინსვლაში დამეხმარა, ამ გუნდის წყალობით უკეთესი მწვრთნელი გავხდი. ბლანკოსი ყველა თავკაცის დროს შესანიშნავი იყო. მათ ზედიზედ სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ლა ლიგა. ეს მართლაც დიდებული შედეგია. 

 

ზინედინ ზიდანი ბრწყინვალედ მუშაობს. ფეხბურთს სჭირდება ზიზუსნაირი ადამიანები. მე აღფრთოვანებული ვარ როგორც მისი ფეხბურთელობით, ასევე მისი მწვრთნელობით. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ზიდანთან ერთად,"-თქვა გვარდიოლამ. 

 

შეგახსენებთ, რომ სიტის და რეალს შორის პირველი დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე 1:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი 7 აგვისტოს ეტიჰად სტედიუმზე გაიმართება.