აურელიო დე ლაურენტისი: სიტის 90 მილიონის გადახდა მოუწევს

მანჩესტერ სიტის კალიდო კულიბალის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ამაზე ნაკლებად იგი მცველს არ შეელევა და ნეაპოლელთა  26-ე ნომრით ყველაზე მეტად სწორედ ქალაქელები არიან დაინტერესებულები. 

 

"კალიდო შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ნაპოლიდან მისი წასვლა ჩვენი გუნდისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა წინ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

 

ვიცი, რომ კულიბალის გადაბირება სიტის სურს. კალიდო ქალაქელთა მაისურს იმ შემთხვევაში მოირგებს, თუ გვარდიოლას გუნდი 90 მილიონ ევროს გადაგვიხდის,"-თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა. 

 

კულიბალი ნაპოლიში 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა. უწინ მისი შეძენა რეალს და მანჩესტერსაც სურდათ, თუმცა 29 წლის ფეხბურთელი კვლავ ნაპოლის ღირსებას იცავს. 

 

რაც შეეხება სიტის, ბრიტანელები პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდნენ და ამჟამად ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალისთვის ემზადებიან. ეტიჰადის ბინადრები 7 აგვისტოს რეალს უმასპინძლებენ. გეცოდინებათ ამ გუნდების პირველი მატჩი მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.