გარდაიცვალა ლეგენდარული კამერუნის კაპიტანი

კამერუნის ლეგენდარული ნაკრების კაპიტანი სტეფან ტატავი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ნაკრები - მიხვდებით, ვგულისხმობთ 1990 წლის მუნდიალზე ნათამაშევ მოუთვინიერებელ ლომებს.

 

მაშინ კამერუნი მეოთხედფინალამდე მივიდა და იქაც ახლოს იყო, რომ ინგლისისთვის მოეგო.

 

კამერუნს ჰყავდა როჟე მილა, სირილ მაკანაკი, ფრანსუა ომამ-ბიიკი, ტომას ნკონო... მარჯვენა მცველი ტატავი კაპიტანი გახლდათ. მან ნაკრებში 63 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.