ბარსელონაში არისტოკრატი უნდათ

ბარსელონა ჩელსიდან ვილიანის გადაბირებას ცდილობს. ბლაუგრანას წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებს მართავენ. ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა.

 

ბარსას მესვეურებმა ბრაზილიელი გარემარბის გადაბირება ადრეც სცადეს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. კატალონიელთა გარდა სამხრეთ ამერიკელით არსენალი და მილანიც არიან დაინტერესებულები. 

 

ვილიანს ჩელსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. 2019-20 წლების სეზონში ვილიანმა 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

 

ბარსელონა ლა ლიგაში მეორე ადგილს დასჯერდა და ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალისთვის ემზადება, სადაც ნაპოლის უმასპინძლებს. გეცოდინებათ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.