ვარანმა სიტიზე ისაუბრა

რეალის ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა მარკასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის გამორჩეული ჩემპიონთა ლიგა, ზიდანი და ქარიმ ბენზემაა

 

"დიდ თამაშებში მონაწილეობის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს. რეალის დეენემში მხოლოდ გამარჯვებაა. ამ სპორტში ასეთი შეხვედრების გამო ვმონაწილეობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტის ბარიერი დავძლიოთ.

 

რაც შეეხება ზიდანს, ის ნდობისა და სიმშვიდის განსახიერებაა, რომელსაც ჩვენ გადმოგვცემს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უფლებას მაძლევს მოედნის ცენტრში ვითამაშო, რისკს არ მოვერიდო და შეტევაში მეტი დრო გავატარო"

 

ფრანგმა ფეხბურთელმა კომენტარი ბენზემას თამაშზეც გააკეთა

 

"ის ბრწყინვალე ფორმაშია, რაც არ მიკვირს. მისი შესაძლებლობები ყველამ იცის. 

 

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩვენი ლიდერია და, გოლების გარდა, გუნდზე უდიდესი გავლენა აქვს," - თქვა ვარანმა