როცა კუბო ბეილზე ძვირია

19 წლის იაპონელი ტაკეფუსა კუბო უფრო ძვირი ღირს, ვიდრე უელსელი გარეთ ბეილი. როგორც იცით, კუბო რეალის საკუთრებაა და გასულ სეზონში მალიორკში თამაშობდა: 35 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

 

კუბო 30 მილიონი ევრო ღირს, ბეილი კი - 28.

 

იაპონელმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დარჩება რეალში და იბრძოლებს სათამშო პრაქტიკის მოსაპოვებლად.

 

ბეილმა კი რაიან გიგზს აცნობა, რომ ამ ზაფხულს ესპანეთიდან წასვლას აპირებს. გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელია.