იბრაჰიმოვიჩი მილანს ელაპარაკება

Gazzetta dello Sport-მა მილანის ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, ზლატან იბრაჰიმოვიჩს როსონერიში დარჩენა სურს. შვედს კარიერის მილანში გაგრძელება ორი მიზეზის გამო უნდა. პირველი ისაა, რომ სტეფანო პიოლიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მეორე კი მილანის და პირადად მისი წარმატებული პერიოდი გახლავთ. 

 

იბრაჰიმოვიჩის აგენტი გუნდის წარმომადგენლებთან ახალი კონტრაქტის დეტალებს აგვარებს. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, 38 წლის ფორვარდი იტალიელთა ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ისიც ითქვა, რომ ზლატანის წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.

 

იბრაჰიმოვიჩი მილანში წლის დასაწყისში დაბრუნდა. შვედმა გოლეადორმა როსონერის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება მილანს, გადაწყვეტილია, რომ გუნდი სერია ა-ს მე-6 ადგილზე დაასრულებს. აქვე გეტყვით, რომ პიოლის შეგირდები ბოლო ტურში კალიარის უმასპინძლებენ.