რუნი: დე ბრუინი გიგზს და ჯერარდს მაგონებს

მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ The Times-თან მიცემულ ინტერვიუში კევინ დე ბრუინზე ისაუბრა. ბრიტანელი გოლეადორის თქმით, სიტის მე-17 ნომერი მას რაიან გიგზს და სტივენ ჯერარდს აგონებს. 

 

"ეჭვგარეშეა, რომ დე ბრუინი სიტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაძლოა ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელშიც შედოდეს. კევინის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის. დე ბრუინი ჯერარდს და გიგზს მაგონებს. ქალაქელთა შემტევში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მიზნის მისაღწევად მარტივ გზებს არ ეძებს. ესეთი იყო სტივიც. 

 

როცა ბურთს გიგზი იღებდა, მე წინ გავრბოდი და ვიცოდი, რომ ის მომძებნიდა და საჭირო დროს საჭირო ადგილას პასს მომცემდა. ეს თვისება დე ბრუინსაც აქვს,"-თქვა რუნიმ, რომელიც ამჟამად დერბიში გამოდის. 

 

დე ბრუინი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ბელგიელმა სიტის რიგებში 46 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. გარდა ამისა კევინმა პრემიერლიგაში 20 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა.