40 წლის დაბრუნდა

ვარშავის ლეგიამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არტურ ბორუცის დამატების შესახებ გამოაცხადა. კლუბმა 40 წლის მეკარესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არტური თავის ყოფილ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბორუცი ლეგიაში 1999-2005 წლებში უკვე თამაშობდა. შემდეგ სელტიკში, ფიორენტინასა და საუთჰემტონში ირჯებოდა. ბოლო კლუბი კი ბორნმუთი გახლდათ, რომლის ღირსებას ბორუცი 2015 წლიდან იცავდა.

 

No description available.

 

პოლონეთის ნაკრებში არტურს 2004-17 წლებში იძახებდნენ. პრემიერლიგის ახადდამთავრებულ სეზონში ბორუცს არცერთ მატჩში უთამაშია. სათადარიგო სკამზე უწევდა ჯდომა. ბორმუთი კი მე-18 ადგილზე გავიდა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.