სიმონა და დანარჩენები

შეინარჩუნებს რუმინელი ლიდერობას?

ავსტრალიის ღია პირველობა კარს მოგვადგა. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის დასრულების შემდეგ, ქალთა  შორის 11 ჩოგბურთელს აქვს შანსი მსოფლიოს პირველი ნომერი გახდეს.

 

რუმინელ სიმონა ჰალეპს პირველობას ეცილებიან ანჟელიკ კერბერი, კაროლინ ვოზნიაცკი, სლოენ სტეფენსი, ელინა სვიტოლინა, ნაომი ოსაკა, პეტრა კვიტოვა, კაროლინა პლიშკოვა, კიკი ბერტენსი, დარია კასატკინა და არინა საბალენკო.

 

სიმონა ჰალეპს მთავარ კონკურენციას კაროლინ ვოზნიაცკი და და დარია კასატკინა უწევენ. თუ რუმინელი სასტარტო მატჩს მოიგებს, მაშინ ბელარუს საბალენკოს პირველობის ყველანაირი შანსი გაუქრება.

 

რაც შეეხებათ სხვა ჩოგბურთელებს, მათ მინიმუმ მეოთხედფინალამდე გასვლა ესაჭიროებათ, თუმცა ლიდერობის გარანტიას ესეც არ იძლევა. მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.