ვოლკოვის ბილიკი

23 წლის ფორვარდი დავით ვოლკოვი საბურთალოდან აზერბაიჯანულ კლუბში გადავიდა, კერძოდ, გაბალაში.

 

 

ვოლკოვი გაგრაში, თბილისის დინამოში, ჩიხურაში, სიონსა და სერბულ ზემუნშიც თამაშობდა. საბურთალოში გასულ წელს 28 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება გაბალას, ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც ორი–სამი წლის წინ იყო. გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.