კაიფის სამმაგი დოზა

რასელ უესთბრუქმა ოდნავ დააგდო სამმაგი დუბლების ტემპი.

რასი აუცილებლად გადაუჯოკრავს ოსკარ რობერტსონს და ყველა დროის ყველაზე სამმაგი ტიპი იქნება.

რასელს ამ სეზონში მხოლოდ 8 ტრიპლ დაბლი აქვს. შემდეგ სეზონში მოუმატებს. ყველა დროის ლიდერები ჩამოვყაროთ. საინტერესოა. 

10. ნიკოლა იოკიჩი - 40. არის შანსი, რომ ასამდე ავიდეს. თუ მუღამს არ დაკარგავს. 

9. ფეტ ლივერი - 43. იყო კარგი და უნდა ყოფილიყო უკეთესი. 

8. ჯეიმს ჰარდენი - 46. ასამდე...არ ვიცი, რთულია მაინც. ჰიუსტონში რასიც ყომარობს. 

7. ლარი ბერდი - 59. უდიდესი. უთეთრესი. უმაგრესი. 

6. უილტ ჩემბერლენი - 78. მოსნტრი სხვა პლანეტიდან ყველაზე მეტი სამმაგით ცენტრისთვის და ყველაზე მეტი სექსით. ორივე მშვენიერია.

5. ლებრონ ჯეიმსი - 94. შემდეგ  რეგულარულში ასს ხევს. და, ალბათ, ჯეისონ კიდსაც გაასწრებს. კარიერის დახურვამდე. 

4. ჯეისონ კიდი - 107. კლასი. უკლასნესი. დაცვის მონსტრი. ჩემპიონი.

3. მეჯიქ ჯონსონი - 138. ყველაზე მაგარი ღიმილი და პასი. ჯადოსნური კომბინაცია. 

2. რასელ უესთბრუქი - 146. რასი დაიძრა რეკორდზე. 

1. ოსკარ რობერტსონი - 181. ჯერ, ეს რეკორდია.