რასელ უესთბრუქმა ოდნავ დააგდო სამმაგი დუბლების ტემპი.
რასი აუცილებლად გადაუჯოკრავს ოსკარ რობერტსონს და ყველა დროის ყველაზე სამმაგი ტიპი იქნება.
რასელს ამ სეზონში მხოლოდ 8 ტრიპლ დაბლი აქვს. შემდეგ სეზონში მოუმატებს. ყველა დროის ლიდერები ჩამოვყაროთ. საინტერესოა.
10. ნიკოლა იოკიჩი - 40. არის შანსი, რომ ასამდე ავიდეს. თუ მუღამს არ დაკარგავს.
9. ფეტ ლივერი - 43. იყო კარგი და უნდა ყოფილიყო უკეთესი.
8. ჯეიმს ჰარდენი - 46. ასამდე...არ ვიცი, რთულია მაინც. ჰიუსტონში რასიც ყომარობს.
7. ლარი ბერდი - 59. უდიდესი. უთეთრესი. უმაგრესი.
6. უილტ ჩემბერლენი - 78. მოსნტრი სხვა პლანეტიდან ყველაზე მეტი სამმაგით ცენტრისთვის და ყველაზე მეტი სექსით. ორივე მშვენიერია.
5. ლებრონ ჯეიმსი - 94. შემდეგ რეგულარულში ასს ხევს. და, ალბათ, ჯეისონ კიდსაც გაასწრებს. კარიერის დახურვამდე.
4. ჯეისონ კიდი - 107. კლასი. უკლასნესი. დაცვის მონსტრი. ჩემპიონი.
3. მეჯიქ ჯონსონი - 138. ყველაზე მაგარი ღიმილი და პასი. ჯადოსნური კომბინაცია.
2. რასელ უესთბრუქი - 146. რასი დაიძრა რეკორდზე.
1. ოსკარ რობერტსონი - 181. ჯერ, ეს რეკორდია.