მაღლა ფეხი დასჯადია...

მიულერს აიაქსი ლივერპულს გამოატოვებინებს

მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერი ტომას მიულერი ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორივე მატჩს გამოტოვებს. ეს ამბავი უეფას სადისციპლინო კომიტეტის სხდომის შემდეგ გაირკვა.

 

მიულერს, აიაქსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისას უხეშობა გაუხსენეს - გერმანელმა მეტოქის მცველ ტალიაფიკოს ფეხი თავში უთავაზა, რის შედეგადაც მსაჯმა ის მოედნიდან მიაბრძანა.

 

 მოგვიანებით, მიულერმა ტალიაფიკოს სოციალური ქსელით ზღვარგადასული უხეშობისთვის საჯაროდ მოუბიოდიშა, მაგრამ უეფასთვის ეს უმნიშვნელო გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ აიაქსთან აღნიშნილ შეხვედრაში მიღებული წითელი გერმანელი ფეხბურთელისთვის კარიერაში მეორე გამოდგა. 

 

ბაიერნის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ მიულერის დისკვალიფიკაიას აუცილებლად გაასაჩივრებს, მაგრამ იმედი რომ უეფა გერმანული კლუბის თხოვნას შეისმენს, მეტად მცირეა.