ჯამლეტ ხუხაშვილის ხმა

ჯამლეტ ხუხაშვილი ჩვენი, ქართული სპორტის ხმა გახდა. ეს ამბავი ბევრი წლის წინ დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა.

მაღალი სტანდარტები, დახვეწილი იუმორი და სწავლის, წინსვლის სურვილი - ამ აუცილებელი ფაქტორების შერწყმით ჩვენი უფროსი კოლეგა ჩვენთვის მისაბაძი არის.

ალბათ, ეს ადამიანი უფრო ქართულ კალათბურთთან ასოცირდება და ალბათ, ეს სწორია. მიღწეულზე და გასაკეთებელზე საუბარი შორს წამსვლელია. უბრალოდ, ვთქვათ, რომ მან ბევრი გააკეთა ქართული კალათბურთისთვის და ეს არა მხოლოდ მაკაბის არსებობაში და ერთი გენიალური მოთამაშის წარდგენაში აისახა.

და, ის მოთამაშე მან, ჯამლეტ ხუხაშვილმა შექმნა.

გიორგი შერმადინი ხომ გსმენიათ?

დარწმუნების საოცარი უნარი და ის თვისება, რაც დღეს, სამწუხაროდ, იშვიათია - ეს უფროსი კაცი ყოველთვის ბოლომდე და გულით მოგისმენს და ეს არ არის ყალბი.

ბევრ იუბილეზე, ბევრ განსაკუთრებულ საღამოზე მიკროფონი მხოლოდ მისი საუკეთესო მეგობარი არის და, იცით? ასეც უნდა იყოს. მან ეს დაიმსახურა. ცხოვრებით, შრომით, შრომისმოყვარეობით და დაფასებით.

შეიქმნა მშვენიერი სპორტული რადიო ჯაკო. და, ეს აუცილებელი იყო.

დასაქმდა უამრავი ახალგაზრდა. და, ჯაკოს შემდეგ, ისინი გაიზარდნენ, მეტზე წავიდნენ. მეტი მოიპოვეს.

და, ყოველთვის, როდესაც კითხვაზე, როგორ გიკითხოთ, ბატონი ჯამლეტი გპასუხობთ - სპორტულად, კარგ, დადებით ტალღაზე ადიხარ.

როგორც თავად ამ პასუხის გამცემი. რომელსაც დღესაც სიგიჟემდე უყვარს სპორტი და თავისი საქმე.