ზარანდია – წლის გოლის ავტორი (+VIDEO)

ლუკა ზარანდიამ სპეციალური პრიზი ჩაიბარა. ქართველი შემტევი გდინიას არკას საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. იგულისხმება 2018 წელს გატანილები.

არკას წლის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ხმის მიცემა გრძელდებოდა. პირველზე გავიდა ლუკას გატანილი ვარშავის ლეგიას კარში. ის თამაში არკამ 3:2 მოიგო. ამ გოლს 40–მა პროცენტმა მისცა ხმა. 

 

 

ზარანდიას მაინცდამაინც ბევრი არ გააქვს, მაგრამ ლამაზი გოლები ჩვევია. ჯერ მარტო ის რად ღირს, პოლონეტს თასზე პოზნანის ლეხს დამატებით დროში რომ გაუტანა. ასევე, საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრების მაისურით რიგის დაუგავასთან – ლამის მთელი გუნდი რომ მოატყუა.