ზამთრის თასს პირველი ნახევარფინალისტი ჰყავს 

ტურნირის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებისგან დაკომპლექტებული ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა და ეს გუნდი ცხინვალია. 

 

ა ჯგუფის გამარჯვებული ცხინვალი ბ ჯგუფში მეორე პოზიციის დამკავებელ გორის დილას 19:00 საათზე, პირველი მეოთხედფინალის ეგიდით დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. 

 

შედეგად ნახევარფინალში ცხინვალი გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხვალ, დ ჯგუფის პირველ და გ ჯგუფის მეორე ადგილოსნების დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი იქნება. 

 

პირველი ტაიმის ბოლოსწინა, მე-11 წუთზე გორელებმა ანგარიში გახსნეს - გია ჩადუნელმა დამატებაზე ზუსტად ითამაშა. მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღდგა, ცხინვალის აქტიური შეტევა, რომელიც გია ჩადუნელმა წამოიწყო, თავადვე დააგვირგვინა და ძლიერი დარტყმით ბურთი ლუკა გუგეშაშვილის კარის ბადეში შეაგდო.
 

მატჩის გადამწყვეტი მომენტი ბოლო წუთი აღმოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და თითქოს ყველაფერი პენალტების სერიამდე მიდიოდა, თუმცა ლევან ქურდაძემ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და გიორგი მაღალდაძემ ერთი შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა. 

 

ცხინვალი: ნადირაძე, ლომსაძე, სულთანიშვილი, ხარძიანი, მაღალთაძე, წივწივაძე, ხატიაშვილი, სამხარაძე, ხიდეშელი, სამუშია, კვინიკაშვილი, ქუთათელაძე, კუპრაძე, ცხოვრებაძე, ჯანელიძე, ქურდაძე, ქურდაძე. 

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე. 

 

დილა: გუგეშაშვილი, რაზმაძე, ოქროპირიძე, ნონიკაშვილი, გაგნიძე, ხურციანიძე, ტიტვინიძე, ჩადუნელი, მამულაშვილი, რევაზაშვილი სპანდერაშვილი. 
 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანსოსიძე

 

მთავარი მსაჯი:  გიორგი ვადაჭკორია. 

 

მეორე მეოთხედფინალი 20:00 საათზე დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის დინამო (ა ჯგუფი მეორე ადგილი) და თელავი (ბ ჯგუფი გამარჯვებული) დაუპირისპირდებიან. მატჩის საყურებელი ბმული. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.