პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა 

ზამთრის თასზე პირველი სათამაშო დღე დასრულდა 

11 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის პირველი სათამაშო დღე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების ტურნირის მეორე ნახევარფინალურმა მატჩმა დაასრულა, რომელშიც ერთმანეთს ა ჯგუფის მეორეადგილოსანი, ახალგაზრდული შემადგენლობით მოასპარეზე თბილისის დინამო და ბ ჯგუფის გამარჯვებული, ერთ-ერთი ფავორიტი თელავი დაუპირისპირდნენ. 

 

ხალისიან და ორმხრივი შეტევებით დამშვენებულ თამაშში ანგარიში პირველი ტაიმის მეშვიდე წუთზე გაიხსნა, როდესაც ჭავჭანიძემ სარეკლამო ბანერის დახმარებით მეკარის პირისპირ მყოფ გიგა გულბედავას პასი გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით თელავის კარი დალაშქრა. 

 

მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე  თბილისელთა კონტრშეტევა გულბედავამ მოჭრილი დარტყმით დაასრულა და დუბლი გაიფორმა. 

 

თბილისელებმა მეორე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კარზე შეტევები გააძლიერეს. დინამომ სამწუთიან მონაკვეთში რამდენიმე სწრაფი კონტრიერიში განახორციელეს და თითქმის ყველა მათგანი გოლით დაასრულეს თავი ჯერ ელგუჯა ჯანგველაძემ გამოიჩინა, მერე კი დუბლი ლაშა აწყურელმა გაიფორმა. 

 

ერთი ბურთი ირაკლი რუხაძემ მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე გაქვითა, როცა თავური კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. 

 

კიდევ ერთი დუბლი მატჩში მიხეილ ბაშალეიშვილმა გაიფორმა, რომელმაც ჯერ დინამოს მეკარის შეცდომით ისარგებლა, მერე კი საკუთარ ძმასთან გათამაშებული 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა. 

 

შედეგად ნახევარფინალში დინამო გადის, რომელმაც - 5:3 იმარჯვა, თბილისელთა მეტოქე შემდეგ ეტაპზე ცხინვალი იქნება. მატჩი 12 იანვარს, 19:00 საათზე ამავე დარბაზში შედგება. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ოთხეულში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სამივე გათამაშებაში მოხვდა. 

 

მეორე სათამაშო დღის განრიგი ასეთია: 

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.