გიორგი ჭანტურია - დროა, ახალი პერიოდი დაიწყოს

გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგის ურალთან კონტრაქტს გაწყვეტს.

 

25 წლის ქართველი გარემარბი გუნდს კვიპროსულ შეკრებაზე არ გაჰყვა. როგორც რუსული პრესა წერს, მხარეები ორმხრივი შეთანხმებით გაწყვეტენ ხელშეკრულებას და ჭანტურია თავისუფალი აგენტი გახდება.

 

შეგახსენებთ, ერთ დროს უნიჭიერეს ქართველ შემტევს ტრავმა ჰქონდა და აპრილიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ისიც თასის მატჩში შეცვლაზე. იმედია, ჭანტურია კარიერას წაღმა შემოაბრუნებს და სტაბილურად ათამაშდება, თუმცა ამაში ჯანმრთელობამაც უნდა შეუწყოს ხელი. ურალში ყოფნისას ორჯერ დასჭირდა ოპერაცია და ჯამში წელიწადზე მეტი გაუცდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.