ჯოკოვიჩი: ეს ჩემთვის შოკი იყო

ნოლე ენდის განცხადებას ეხმაურება

ენდი მარის განცხადება, რომ დიდი ალბათობით კარიერას ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაასრულებს არაერთი ჩოგბურთელისთვის მტკივნეული გამოდგა. მარის ბევრი ტოპ მოთამაშე გამოექომაგა და გაამხნევა. მათ შორის არის ნოვაკ ჯოკოვიჩიც:

 

„ჩვენ ერთი თაობის ჩოგბურთელები ვართ. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჩემთვის შოკი იყო ენდის ეს განცხადება. ტრავმები უცხო არც ჩემთვის არის. მისი კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ. რამდენიმე დღის წინ ერთად ვივარჯიშეთ, შემდეგ ვისაუბრეთ და რაღაცეებზე ვიხუმრეთ.

 

სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ენდი მარისთვის ეს ბოლო ტურნირი იქნება. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ის ჩემი მეგობარი და დიდი ჩემპიონია. მას ცხოვრებაში საუკეთესოს ვუსურვებ“ - ამბობს სერბი ჩოგბურთელი.