უცნობი ამბები რაგბიზე

რაგბი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება. მარტო ის რად ღირს, რომ ოვალური ბურთით თამაშის მსოფლიოს თასის გათამაშება მაყურებლების რაოდენობით მესამეა ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში ფიფას მსოფლიოს თასის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ბევრი ფაქტია ისეთი, რაც რაგბის ქომაგების ფართო წრისთვისაც კი უცნობია. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი.

 

***
კალათბურთი 1891 წელს წარმოშობით კანადელმა ამერიკელმა, ჯეიმს ნეისმიტმა 1891 წელს მოიგონა. ის რაგბის გუნდის მწვრთნელი გახლდათ. რადგან აშშ-ი ზამთარი საკმაოდ ცივი და თოვლიანია, ღია მოედანზე ვარჯიში შეუძლებელი იყო. ამიტომ, თავდაპირველად კალათბურთი შექმნა საიმისოდ, რომ დარბაზში ვარჯიშისას მორაგბეებს ფიზიკური კონდიციები შეენარჩუნებინათ. ნეისმიტმა შენიშნა, რომ ეს თამაში რაგბიზე, ფეხბურთზე და ბეისბოლზე ბევრად უსაფრთხო იყო. ბურთიც ამ პრინციპით შექმნა და ყველაფერი იღონა, რათა კალათბურთი პოპულარული გამხდარიყო.

 


***
საფრანგეთის პირველი ჩემპიონატი რაგბიში 1892 წელს გაიმართა. ბულონის ტყეში ერთმანეთის პირისპირ პარიზული კლუბები რასინგი და სტად ფრანსე წარსდგნენ. მატჩი რასინგმა 4:3 მოიგო და საფრანგეთის პირველი ჩემპიონი გახდა.

ამ მატჩის მთავარი მსაჯი ბარონი პიერ დე კუბერტენი გახლდათ, რომელმაც ორი წლის თავზე თანამედროვე ოლიმპიური თამაშები დააფუძნა.

 

olympic_lg

 

***
რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ოთხჯერ იყო ჩართული - 1900, 1908, 1920 და 1924 წელბში. ბოლო ორი ოლიმპიადა აშშ-ს ნაკრებმა მოიგო. 1924 წლის ოლიმპიადის ფინალში, რომელიც პარიზში გაიმართა, ამერიკელებმა მასპინძლების, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს - 17:3.


განრისხებული მაყურებელი ამერიკელებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით მოედანზე გადავიდა. ფრანგი მორაგბეები ამერიკელებსა და მაყურებლებს შორის ჩადგნენ და თქვეს - ჯერ ჩვენ გაგვისწორდით ბიჭებო და მარე ამათო.


აბობოქრებული ბრბო უმალვე დამშვიდდა და ხმის ამოუღებლად დაუბრუნდა ტრიბუნებს. მერე კი, ორივე გუნდი ტაშის გრიალით გააცილეს მოედნიდან.

 

ეს იყო ისტორიაში პირველი და ბოლო შემთხვევა, როცა რაგბის თამაშისას ან მის მერე დაპირისპირება მოხდა.

 

 

 

 

 

***
რაგბის სხვადასხვა ასაკში, სკოლაში, კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლისას  უამრავი ცნობილი ადამიანი თამაშობდა. მათ შორის ისეთი გამორჩეული პიროვნებები, ერნესტო ჩე გევარა, არტურ კონან დოილი, ჯონ ტოლკინი, მეთ დეომონი, ხავიერ ბარდემი (ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო), რასელ ქროუ, დენიელ კრეიგი, ჟერარ დეპარდიე, ჟაკ შირაკი, ჯონ კენედი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში (უმცროსი) და გარეთ ბეილი რომ არიან.
ამათგან გამორჩეულნი, ალბათ, მაინც ძმები, ბრიტანეთის პრინცები ვილიამი და ჰარი არიან. ისინი რაგბით სკოლაში სწავლისას იყვნენ გატაცებულნი და დღემდე ემსახურებიან ოვალური ბურთით თამაშს.

უფროსი ძმა, რომელიც ტახტის მემკვიდრე და ულსის პრინცია, უელსის რაგბის კავშირს მფარველობს და წითელი ურჩხულების ქომაგია. ინგლისის რაგბის კავშირი კი, ჰარის პატრონაჟის ქვეშაა. უმცროსი ძმა ამ ორგანიზაციაში რაგბის განვითარების კომიტეტის წევრია და უშუალოდ იღებს მონაწილეობას ინგლისში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არანაკლებ აქტიურია მსახიობი რასელ ქროუ. ის ახალზელანდიაში დაიბადა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ავსტრალიის მოქალაქეცაა და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ავსტრალიური კლუბის South Sidney Rabbitohs მფობელია.

 

 

 

 

 

***
ინგლისი რაგბის სამშობლოა. მიუხედავად ამისა, ინგლისის ნაკრებმა თავის პირველ მატჩაში შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან მარცხი იწვნია. თამაში 1871 წლის 27 მარტს შოტლანდიაში, ედინბურგში გაიმართა.
პომების (ინგლისის ნაკრების თიკუნია) საშინაო არენა დიდი ხნის განმავლობაში გლოსტერის კინგსჰოლმი იყო. ის დღემდე ფუქციონირებს. ამ ისტორიულ სტადიონზე, რომელსაც პირვანდელი სახე შენარჩუნებული აქვს,  2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა ტონგასა და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ.