დონჩიჩი უკვე დირკზე მეტია

ლუკა დონჩიჩი ყველა დროის საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი გახდება. თუ, არ აილეწება.

ლუკა დონჩიჩი ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული თეთრკანიანი კალათბურთელი გახდება. თუ ბიჭს რომელიმე ჰარელი ან სხვა ბრექი ნაბიჭვარი არ ალეწავს.

ლუკა დონჩიჩი უკვე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენ ვსაუბრობთ ლებრონების, დიურანტების, ჰარდენების, ლეონარდების ლიგაზე.

ლუკას რეკორდები ჩამოვყაროთ.

 

ზედიზედ ყველაზე მეტი თამაში 20+ ქულით, 5+ პასით, 5+ მოხსნით

2019 წლის დეკემბერში ლუკამ საკრამენტოსთან 106:110 წაგებულ ჩეხვაში 28 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი გლიჯა. და, 20 წლის დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანის (!) რეკორდი მოხსნა. ლუკამ დაგლიჯა. ლუკაზე ზედიზედ მეტი 20+, 5+, 5+ მატჩი მხოლოდ ოსკარ რობერტსონმა დააგროვა - 29.

 

პირველი მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც 30-ზე ნაკლებ წუთში 30+ ქულა, 12+ მოხსნა, 15+ პასი აკრიფა

ერთხელაც, 2019 წლის დეკემბერი. დალასი გოლდენ სტეიტს დაელაპარაკა და ლუკამ 29 წუთში 31 ქულა, 12 მოხსნა და 15 პასი აიღო. ბავშვი დაუნდობელი იყო. ბავშვმა გოლდენ სტეიტს სახე აათალა.

 

მოხსნა ჯეისონ კიდის რეკორდი დალასში გაკეთებული სამმაგი დუბლებით

2020, მარტი. დალასმა ნიუ ორლეანზს დამატებით დროში 127:123 აწყენინა. ლუკამ 30 ქულა, 17 მოხსნა და 10 პასი დაირტყა. 22-ე სამმაგი დუბლი დალასში და ლუკამ ჯეისონ კიდის რეკორდი გააუმჯობესა. კიდმა 21 ტრიპლ დაბლი 500 მატჩში გააკეთა. დონჩიჩმა 22 სამმაგი დუბლი 120 ტესტში მოასწრო. ბავშვი მანიაკია.

 

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლიგის ისტორიაში 30+ ქულით, 20+ მოხსნით სამმაგ დუბლში (21 წლის, 158 დღის)

საკრამენტოსთან, ორლანდოში ჩაკეტილი თამაშების დროს, დონჩიჩმა 34 ქულა, 20 მოხსნა და 12 პასი გაშანსა. 43 წუთში. ლუკამდე ეს შედეგი ქარიმ აბდულ-ჯაბარმა, ელჯინ ბეილორმა, უილტ ჩემბერლენმა, დემარკუს კაზენსმა, ბილი კანინგემმა, ნიკოლა იოკიჩმა, დევიდ ლიმ, ჯორჯ მაკკინისმა და ოსკარ რობერტსონმა დასვეს. კარგი ბიჭები.

 

დირკ ნოვიცკიზე მაგარი სტატისტიკა

დალასის ლეგენდამ დირკ ნოვიცკიმ ყველაზე შედეგიან სეზონში (2005/2006) საშუალოდ 26.6 ქულა აკრიფა. ლუკამ უკვე დაამტვრია ეს შედეგი. დონჩიჩმა წლევანდელი სეზონი 28.8 ქულით დახურა. ბავშვი არ ჩერდება. ლუკა ადრენალინია.

და, ეს მხოლოდ დასაწყისია. დონჩიჩი იწყებს კარიერას, რომელიც ფერადი, ხანგრძლივი და სხვისთვის, მაგარი მტკივნეული იქნება.

როგორც ალ პაჩინოს იმ ერთ ფილმში - გინდოდათ ტკივილი? მოემზადეთ, ტკივილი მოდის!